„როცა სუფრასთან კანჩალოვსკი დავინახე- თვალებს არ დავუჯერე. ვიცი, რომ ამერიკაში ცხოვრობს და რას წარმოვიდგენდი, თუკი მას ჭიათურაში შევხვდებოდი?“-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ქეთი აბელაშვილმა.
მხატვარ-გრაფიკოსი ქეთი აბელაშვილი- შესწავლილი აქვს ლითოგრაფია, გრავიურა და პლაკატი. ბოლო წლებში ხატწერა დაიწყო და უკვე 50-ზე მეტი ხატი შექმნა. ამჟამად დაასრულა სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალ პანტანასას ხატზე მუშაობა. ბოლო დროს მის მიერ დაწერილ ხატებს მირონდენა დაეწყოთ.