ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარი 12 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქუთაისში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 84 წლის ქალი გარდაიცვალა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ხანძარი 12 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის ჩაქრობას სახანძროს სამი ეკიპაჟი ცდილობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.