თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს

პატარა ჯერ ღია ყავისფერი ფერისაა, დროთა განმავლობაში მისი ბეწვი ისეთ ფერს მიიღებს, როგორიც დედას აქვს
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik.  თბილისის ზოოპარკში ლურჯი ანტილოპის მამალი გნუ დაიბადა, ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჯერ ღია ყავისფერი ფერისაა, დროთა განმავლობაში მისი ბეწვი ისეთ ფერს მიიღებს, როგორიც დედას აქვს – მონაცრისფრო–მოლურჯო ფერს.

„გაინტერესებთ როგორია? გაკნაჭული, მხიარული და დიდად მოუსვენარი. გამოძვრა თუ არა მუცლიდან, მაშინვე ფეხზე წამოხტა.  ამ ახალ სამყაროში დედისა და რძის მერე ყველაზე მეტად კუნტრუში მოსწონს“, – ყვებიან ზოოპარკის თანამშრომლები.

ჯერჯერობით პატარა დედის გვერდით ყოფნას ცდილობს.