კახეთის გზატკეცილზე ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ლურჯი და ყვითელი ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, საღამოს ვარკეთილის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.