თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის (გიორგი ახვლედიანი) რომანი „მამლუქი“ გერმანულ ენაზე გამოიცა, იუწყება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
წიგნი მსხვილმა გერმანულმა გამოცემა Weidle Verlag-მა გამოსცა. თარგმანზე იუნონა გურული მუშაობდა.
რომანი „მამლუქი“ 2009 წელს გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, ერთი წლის შემდეგ კი იგი ქვეყანაში საუკეთესო რომანად აღიარეს.
რომანი 90-იანი წლების საქართველოს ტრაგიკულ მოვლენებს ეხება. მთავარი გმირები ერთ-ერთი შუააზიური რესპუბლიკის უკანასკნელი ხანის ვაჟიშვილი და ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი არიან. გმირების გზები მამლუქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იკვეთება.
აკა მორჩილაძე ქართველი მწერალი, პოსტმოდერნიზმის წარმომადგენელი, ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ ხუთგზის ლაურეატია. აკა მორჩილაძის ნაწარმოებებისა და სცენარების მიხედვით არაერთი ცნობილი ქართული ფილმია გადაღებული.