საქართველოს რეგიონები „შემოქმედებითი ევროპის“ ნაწილი გახდებიან

ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში შემოქმედებითი ადამიანები სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელებას შეძლებენ
Sputnik

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ წარმომადგენლები საქართველოს რეგიონეში საინფორმაციო ტურს 23–27 ივლისს გამართავენ,  ნათქვამია ღონისძიების Facebook–გვერდზე.

ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვევიან სამეგრელოს, გურიას, იმერეთსა და რაჭას. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებზე განიხილავენ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა წარმოადგენს. ასევე განხილული იქნება საინტერესო პროექტები და შემოსული განცხადებები. მეტნაკლებად საინტერესო წინადადებებს ევროკავშირი დააფინანსებს. 

ქართულმა სამეცნიერო პროექტმა Europa Nostra-ს ჯილდო მიიღო

შეხვედრებში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია ვებ–გვერდზე განთავსებული აპლიკაცია შეავსონ.

Creative Europe Desk–ი  პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოსახლეობას ევროკავშირის  პროექტებს აცნობს, რომელიც 2014–2020  წლებში განხორციელდება. პროგრამას ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

საქართველო პროგრამა Creative Europe–ს 2015 წელს შეუერთდა.  კულტურის ქართველმა  მოღვაწეებმა არქიტექტურის, თეატრის, ლიტერატურისა და კინოინდუსტრიის დარგებში პროექტების განსახორციელებლად ორგანიზაციისგან გრანტები უკვე მიიღეს. 

პროგრამა „შემოქმედებით ევროპა 2014–2020“ –ის მიზანი კულტურის სექტორის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფაა.