კახეთში მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე 4,5 მილიონი დოლარი დაიხარჯება

მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 6, მილიონ კვტ/სთ
Sputnik

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik. კახეთში, სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi  gbc.ge-ზე დაყრდნობით.

მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი — 6, 9 მილიონ კვტ/სთ.  

საქართველოში მზის ელექტროსადგურისთვის ადგილი ჯერ არ შეურჩევიათ

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4, 5 მილიონი აშშ დოლარია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 2018 წლის 23 მაისს  ინტერესთა გამოხატვა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოაცხადა. 

ინტერესთა გამოხატვაში  შპს „სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" გაიმარჯვა. ფონდსა და კომპანიას შორის საპარტნიორო შეთანხმება უკვე გაფორმდა, რომლის მიხედვით, ინვესტორმა ექვსი თვის განმავლობაში უნდა აიღოს მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ნებართვა.