როგორ გეგმავს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი სიღარიბის დაძლევას სოფლად

გიორგი ქობულიას მიაჩნია, რომ საკუთარი 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება შეიძლება საქართველოს გამოადგეს.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ეკონომიკის შემოსავლების თანაბარი განაწილება არის ერთადერთი მიდგომა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ.

„ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად" — განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

„რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში დ ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას"- აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული.

გიორგი ქობულია 2001 წლიდან კომპანია McKinsey-ს მოსკოვის ოფისში მუშაობდა.

პრობაციის ყოფილი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა

„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ, საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს ქვეყანაში" — განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარუდგინა. ქობულია პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემთხვევაში ამ პოსტზე გიორგი ჩერქეზიშვილს შეცვალის.