შეიქმნა ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატების ვირტუალური გიდი

საქართველოს მუზეუმებში იგეგმება პროგრამების შექმნა, სადაც განთავსდება დეტალური ინფორმაცია ამა თუ იმ ექსპონატის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში მუზეუმის კოლექციიდან ტილოების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ვირტუალურად შეიძლება — პროგრამის მეშვეობით სახელწოდებით „არეალი".

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველკურსელის სტარტაპია, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად შემუშავდა.

ექვს კვადრატულ ფართობში მოქცეული ფიროსმანის შეუცნობელი სამყარო

ახალი პროგრამა შევარდნაძის სახელობის გალერეაში ხელმისაწვდომ პლანშეტზეა განთავსებული. პროგრამა შეიცავს მუზეუმის კედლებზე გამოფენილი ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50 ნამუშევრის ტექსტურ და აუდიოინფორმაციას.

გარდა ამისა, პროგრამაში ფიროსმანის ნახატებში არის ფუნქცია „ფერის შეცვლა", რაც, როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, გამოჩენილი ქართველი მხატვრის შემოქმედებასთან გაცნობას უფრო საინტერესოსა და მხიარულს გახდის.

პროგრამით სარგებლობა მუზეუმის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია. შემდგომ ეტაპზე იგეგმება, რომ პროგრამა ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს მუზეუმებში სხვა გამოფენებზეც.