პროკურორი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ

ახალგაზრდა მწყემსი ბრალს არ აღიარებს, ხოლო პროკურორი ამტკიცებს, რომ მან სმიტების ოჯახი ჩხუბის ნიადაგზე მოკლა.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის მიზეზი 19 წლის მწყემსთან მალხაზ კობაურთან იარაღის გამო ჩხუბი გახდა, რომელიც პოლიციამ დააკავა, განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაიან და ლარა სმიტები ხადას ხეობაში 7 და 8 ივლისს გარდაცვლილები იპოვეს; ხოლო 4 წლის ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი თავად დაკავებულმა მიუთითა — ის 9 ივლისს იპოვეს.

ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა - ვიდეო სასამართლოდან

„დანაშაულის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით გამოიკვეთა, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველს სასამართლოშიც მოისმენთ. ეს იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას", — განაცხადა ყაზარაშვილმა.

ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც რაიან სმიტმა კობაურს შენიშვნა მისცა, რომელიც იარაღს ისე ატარებდა, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა ბავშვს, განმარტა პროკურორმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კობაურს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა — სასამართლოს განაჩენამდე ის პატიმრობაში იქნება.

„მე არ დამიხოცია. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ დედმამიშვილებს დამიხოცავდნენ", — განაცხადა კობაურმა სასამართლო დარბაზში.

კობაურის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ოჯახიც. დაკავებულის დედა იმედოვნებს, რომ საქმეში საქართველოში აშშ-ის საელჩო ჩაერთვება, რომელიც მომხდარის სრულფასოვან გამოძიებას ჩაატარებს.

უფრო ადრე შსს-ში განაცხადეს, რომ 19 წლის ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. ამასთან, ამერიკელების მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი სწორედ მან მიუთითა.

„შოკში ვართ" – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სმიტების ოჯახის მკვლელობის შესახებ

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მომხდარის ოფიციალურ ვერსიას, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე ბრალდებული კობაური ხადას ხეობაში სმიტების ოჯახს შეხვდა. სმიტებმა მას სთხოვეს, ჩანჩქერისკენ გზა ესწავლებინა.

გზაში რაიან სმიტი მწყემსს ეჩხუბა, რომელიც გაბრაზდა და მას სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. ამის შემდეგ მწყემსმა 4 წლის ბავშვისა და რაიანის მეუღლის მოკვლა გადაწყვიტა. ლორა გაიქცა და ამასობაში ხევში გადავარდა და დაიღუპა. მაშინ ბრალდებულმა ბავშვს ესროლა.

მან მამაკაცის ცხედარი მდინარეში გადააგდო, ასევე წყალში გადაყარა მასრები. მოკლული ბავშვი ოჯახის პირად ნივთებთან ერთად გადამალა.