მესტიაში 23 წლის ბიჭი მოკლეს

დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მესტიაში 23 წლის ლუკა ფალიანი თანასოფლელმა ცივი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ოზურგეთში მოხუცი ქალი მოკლეს

შემთხვევა მესტიის ცენტრში დღეს, დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფალიანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. მას ორი ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია, იგი ადგილობრივია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.