გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი უკვე ასრულებდა 2017 წლის ნოემბრიდან — მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიგი წერეთელი ერთი წლით პრეზიდენტად აირჩია, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე

ეუთოს ელჩების დელეგაცია თბილისს ეწვევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესიის მუშაობაში, რომელიც ბერლინში მიმდინარეობდა ხუთი დღის განმავლობაში, 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობდა. 

ასამბლეამ იმსჯელა ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო. სესიის ბოლო დღე დეკლარაციის მიღებასა და ორგანიზაციის საკადრო საკითხების გადაწყვეტას დაეთმო.

„ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი ერთი წლის ვადით პრეზიდენტად აირჩია“, — ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი უკვე ასრულებდა 2017 წლის ნოემბრიდან — მას შემდეგ, რაც მოქმედი პრეზიდენტის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.