ქვესტი ქართულად: არგონავტების საგანძურის მოსაძებნად – ყველანი ფოთში

საქართველოს მოსახლეობას სთავაზობენ სათავგადასავლო-გასართობ თამაშში მონაწილეობას, რომელიც კეფალის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. პირველად საქართველოში 12 აგვისტოს ფოთში კეფალის ფესტივალი Kefal fest გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

„წიგნის მოყვარულებს თბილისში გრანდიოზული მოვლენა ელოდებათ">>

ფესტივალის ძირითადი მიზანია ფოთის ტურისტული პოტენციალის გაზრდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეჯიბრებები თევზჭერაში, წყლის თხილამურებით სრიალში, პლაჟის სპორტის სახეობებში, ასევე მეგრული სამზარეულოს კერძების დეგუსტაცია.

მთაწმინდის პარკში საქველმოქმედო არტ–ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის სტუმრებს განსაკუთრებით დააინტერესებთ საქალაქო მასშტაბის ქვესტი (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი/ARGO QUEST. თამაშის იდეაა, რომ ფოთის ცენტრალურ პარკში იპოვონ თითქოსდა ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის იასონისა და არგონავტების გადამალული არტეფაქტი. ამისთვის ქვესტის მონაწილეებს მოუწევთ არცთუ იოლი ამოცანების შესრულება, ხოლო ამოცანაა ფოთს დაუბრუნდეს დაკარგული განძი — ოქროს საწმისი.

ქვესტში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ფესტივალი ერთდროულად სამ ლოკაციაზე ჩატარდება: ცენტრალურ პარკში, ოქროს ტბაზე, მალთაყვის პლაჟზე. ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ამგვარი ქვესტები ფოთისთვის ტრადიცია გახდა. პირველი თამაში ამ ქალაქში 2017 წელს ჩატარდა, რომელმაც მთელი ფოთი მოიცვა. პროექტი ნომინირებული იყო ეროვნულ ტურისტულ პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ღონისძიება".

კეფალის ფესტივალი/KEFAL FEST არის კერძო ინიციატივა. პროექტის ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია „ლინატა" და ივენთ–კომპანია „ბრავო". პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ ფოთის მერია, ფოთის მეთევზეთა კლუბი „ფაზისი", საქართველოს წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ეროვნული სპორტული ფედერაცია და ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა".