ქუთაისში 13 წლის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

ჯერჯერობით უცნობია, რა იყო შემთხვევის მიზეზი
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქუთაისში, სოციალური საცხოვრებლის მეოთხე სართულიდან 13 წლის მოზარდი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გოგონას მენჯ–ბარძაყის დაზიანება აქვს და ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

რუსთავში მეხუთე სართულიდან 11 წლის ბავშვი გადმოვარდა

მოზარდი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარი მეზობლებს არ დაუნახავთ. ერთ–ერთი მეზობლის განცხადებით, გარეთ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჩამოვარდნის ხმა გაიგო. მისი თქმით, თუ ადამიანის სკამზე არ დადგა, ფანჯრიდან გადმოვარდნა შეუძლებელია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, გოგონას მკურნალობის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შემთხვევის გამო დაწყებულია გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 124–ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.