კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა დროებით შეიზღუდება

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ჩაატარებს
Sputnik

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იწყება. სარემონტო სამუშაოების გამო 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერიაზე დაყრდნობით. 

მიწისქვეშა სისუფთავე: თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებს მოაწესრიგებენ

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება. 

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ჩაატარებს.  

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.