პეტრე-პავლობის დღესასწაულზე რიგით 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

დღეისთვის ილია მეორეს 35 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება,  განაცხადა  საქართველოს კათოლიკოს —პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ბავშვების საყოველთაო ნათლობა საქართველოში

„პეტრე-პავლობა არის ხუთშაბათს. წირვა-ლოცვა შესრულდება სამების ტაძრის წმინდა ტაძარში. მეორე დღეს, პარასკევს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. ნათლობა იქნება პეტრე-პავლობის საღამოს“, — განაცხადა ილია მეორემ.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია  საქართველოს საპატრიარქოში 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გრძელდებოდა. 

დღეისთვის ილია მეორეს 35 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.