თბილისში ორშაბათიდან ცხელი ამინდებია მოსალოდნელი

ორშაბათის ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  თბილისში შედარებით გრილ უქმეებს ცხელი დღეები შეცვლის – სინოპტიკოსები ორშაბათს, 9 ივლისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

შაბათს თბილისში +26 გრადუსი  სითბოა ნავარაუდევი, გუშინ კი წვიმამ გააგრილა თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები.

ორშაბათს ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი, დღისით კი +34 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.