სტიქია სვანეთში: ეპიცენტრმა ჭუბერიდან ბეჩოში გადაინაცვლა

მაშველებმა გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლებიდან ადგილობრივი მოსახლება დღეს გამოყვანეს.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სტიქიის ეპიცენტრი ჭუბერიდან ბეჩოში ინაცვლებს. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროაა მოწყვეტილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები და გზები წაიღო. მოძრაობა შეზღუდულია მყინვარისა და უშბას მიმართულებით.

წყალდიდობა სვანეთში: ჭუბერში დაზიანებულ ალტერნატიულ გზას აფართოებენ

ჭუბერის ხეობაში ტურისტული მარშრუტები დროებით დაკეტილია. გარესამყაროსგან მოწყვეტილი სოფლებიდან  ადგილობრივი მოსახლეობა დღეს გამოიყვანეს. ხოლო მყინვარსა და უშბაზე დარჩენილი ოთხი ტურისტი მაშველებმა დღეს დილით საცალფეხო ბილიკით გადმოიყვანეს.

მოსახლეობა ითხოვს, რომ გეოლოგებმა ადგილი შეისწავლონ და გატარდეს წინასაწარი ღონისძიებები სტიქიისგან დასაცავად.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, სახლები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.