მედუზების ტბა პალაუ

Sputnik

მედუზების ტბა წყნარ ოკეანეში — ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება უჩვეულო ტბის ბინადრების წყალქვეშა სამყარო

მედუზების ტბა ერთ-ერთია 70 ტბას შორის, რომლებიც პალაუს მთავარი არქიპელაგის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. გარდა ამისა, ის ასევე ერთ-ერთია იმ რვა ტბას შორის, რომლებშიც ოქროსა და მთვარის მედუზები ცხოვრობენ.

1 / 8
მედუზების ტბა წყნარ ოკეანეში - ეს ერთ-ერთი საოცარი ადგილია ჩვენს პლანეტაზე. ტბა 430 მეტრის სიგრძისაა და 130 მეტრის სიგანის, ხოლო მისი სიღრმე 40 მეტრამდე აღწევს
2 / 8
ამ ტბაში დაახლოებით 10 მილიონი მედუზა ბინადრობს. ამ შთამბეჭდავი ადგილის ისტორია მეტად უჩვეულოა. მედუზები აქ სხვადასხვა ზომის არიან: გიგანტები კალათბურთის ბურთს აღემატებიან, პატარები კი ალუბლის ზომისები არიან
3 / 8
ათასი წლის წინ პალაუს არქიპელაგის ერთმა კლდემ კუნძული ოკეანისგან გამოყო, შედეგად კი წარმოიქმნა ტბა
4 / 8
რამდენიმე მედუზა კლდის შიდა მხარეს მოხვდნენ. რადგან მათთან ერთად არცერთი მტაცებელი არ აღმოჩნდა, მათ გამრავლება და განვითარება დაიწყეს
5 / 8
მედუზების მსუსხავი ბუსუსები ევოლუციის შედეგად გამოუსადეგარი გახდა, რადგან მათ თავის დაცვა არ უწევდათ. ამიტომ მედუზებთან ერთად ცურვა სრულიად უსაფრთხოა
6 / 8
ტბაში ორი ტიპის მედუზები ბინადრობენ: ოქროს მედუზა და მთვარის მედუზა. ისინი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვის საშუალებით ნელა გადაადგილდებიან
7 / 8
მედუზები გამუდმებით მოძრაობენ. ათასობით მედუზა ცურვის დროს აბსტრაქტული ილუზიის შეგრძნებას ბადებენ
8 / 8
მედუზების ტბა უნიკალურია იმით, რომ მასში სიცოცხლის მხოლოდ ერთი ფორმა დომინირებს