გურიაში ჩინოვნიკი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს

ბაკურციხის სოფლის რემუნებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  პოლიციამ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ნარკოტიკების შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურის  განცხადებაში.

სამართალდამცველებმა  სოფლის თავკაცი დაბა ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას იგი  ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.