სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

კონტრაბანდა საქართველოში: თბილისში უაქციზო სიგარეტის გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი HEETS-ისა და PARLIAMENT-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.