IDFI: სამინისტროების ოპტიმიზაცია წინასწარი გეგმის გარეშე მიმდინარეობს

ე.წ. მცირე მთავრობის ფორმირების პროცესში ხარვეზების არსებობის შესახებ სამოქალაქო სექტორი საუბრობს.
Sputnik

„ოპტიმიზაცია მიდის წინასწარ წარმოდგენილი გეგმის გარეშე და აუცილებელია საზოგადოება გაეცნოს, კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა“, — განუცხადა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს.

საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე.