პროტესტის უცნაური ფორმა – არ არის მანქანა, არ არის ჯარიმა?!

ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა, იუწყება „Sputnik–საქართველოს” კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს რამდენიმე დღის წინ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რის გამოც მან გუშინ პროტესტის ნიშნად ავტომობილი დაწვა.

როგორც „Sputnik–საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება“).