ავტოავარიას თბილისში სამი ადამიანი ემსხვერპლა

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისში, დიღომში ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალციხეში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

დაღუპულები ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (მეშვიდე ნაწილით), რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.