ვარკეთილში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს

ვარკეთილში ფანჯრიდან უმისამართოდ გასროლილმა ტყვიამ მოპირდაპირე კორპუსში ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 62 წლის რ.გ. დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში გუშინ, 2 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა.

ოზურგეთში მოხუცი ქალი მოკლეს

 „გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", — ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია Imedi-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის სიმამრია.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი — ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.