კალაძე კმაყოფილია - მერია თბილისის გენგეგმის პროექტს მალე დაამტკიცებს

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ის ბაზა გახდება, რომლის საფუძველზე თბილისი თანადათანობით თანამედროვე ქალაქად უნდა გადაიქცეს
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ კომპანია City Institute Georgia-ს მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი მოიწონა. მას მალე ხელს მოაწერენ და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო-გეგმა, მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.", — განაცხადა კალაძემ.

სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ

კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის გეოლოგიურად საშიში რაიონების შესწავლაზე, ქაოტური მშენებლობების არეალებზე, როგორიცაა ჟვანიას ქუჩა, ვერე ხეობა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ამ ტერიტორიებს მაქსიმალურად შეისწავლიან და მშენებლობის ნებართვას მხოლოდ ამის შემდეგ გასცემენ.

ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. თუმცა, ახალი დოკუმენტი არის ის კარკასი, ის საბაზისო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ, აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, ქართველმა სეისმოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თბილისში ახალი შენობა-კორპუსების უმეტესობა სეისმურად არამდგრადია და ისინისაშუალო დონის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

„ექსპერტი: ნახევარი თბილისი უხარისხო ბეტონით არის აშენებული">>

ამჟამად მეცნიერები საქართველოს სეისმური რუკის განახლებაზე მუშაობენ, რომელიც სეისმური, ანუ მიწისძვრების საფრთხის გრძელვადიანი პროგნოზირებისთვის არის აუცილებელი.

ეს რუკები აჩვენებს, თუ რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს გარკვეულ ტერიტორიაზე. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სეისმური რუკები ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.