ბაზალეთის ტბაზე ლეგენდები გაცოცხლდება

სხვადასხვა ქვეყნის ოსტატები ტბის სანაპიროზე ქმნიან ქანდაკებებს და შემდეგ მათ ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ბაზალეთის ტბაზე წელს მეორედ იმართება ალტერნატიული ქანდაკების საერთაშორისო ფესტივალი „არტ აკვანი" (ART AKVANI), აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.

ფესტივალში მონაწილეობენ მოქანდაკეები საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ბელარუსიდან.

ციხესიმაგრე, რომელიც ქართველმა შოტლანდიელ მეუღლეს აუშენა, ანუ არქაული ყოფის რომანტიკა

ფესტივალს, რომელიც ყველა ასაკისა და შემოქმედებითი ხედვის ხელოვანს აერთიანებს, 25 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს ფესტივალის დამფუძნებლის დავით ქაფიაშვილის მიერ შექმნილი ციხე-სიმაგრე „ოქროს აკვანი". ფესტივალის მონაწილეები მუშაობენ მოქანდაკეების სპეციალურ რეზიდენციაში „არტ აკვანი", რომელიც ამ ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზეა განთავსებული.

„მზის ჩასვლისას დაესწრებით ცეცხლოვან შოუს და კონცერტს, რომელსაც შემოგთავაზებენ ფესტივალის მონაწილენი. ჩვენთან თქვენ ჩაიძირებით მეგობრობის, სიყვარულისა და ხელოვნების ატმოსფეროში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპარში სახელად „არტ აკვანი", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალის დახურვაზე, 7 ივლისს გაიმართება ფესტივალის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ქანდაკებების პერსონალური პრეზენტაცია, საზეიმო კონცერტი და მოქანდაკეების დაჯილდოების ცერემონია.