რა ქონება გაყიდა მთავრობამ ექვს თვეში

2018 წლის პირველი ნახევარი მაღალი აქტივობით აღინიშნებოდა როგორც საპრივატიზებო, ასევე საინვესტიციო თვალსაზრისით, განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ წიქვაძემ.
Sputnik

„გამოკვეთილია ის სექტორები, რომლებიც მოწინავეა პრივატიზების და ინვესტირების მხრივ. აქ უალტერნატივოა ტურიზმის სფერო, სადაც 50 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა უკვე მოსალოდნელი“, – განუცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ წიქვაძემ Business Media-ს.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 62 793 581 ლარის მობილიზება უზრუნველყო.