„აგროჰაბთან" ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რუსთავში ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

შემთხვევა დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი საათის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.