13 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ჩაქვში 13 წლის  გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ირანის მოქალაქე საქართველოში გარყვნილი ქმედებისთვის დააპატიმრეს

შემთხვევა ჩაქვში, სასტუმრო  „ოაზისში" მოხდა, სადაც მოზარდი თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ტურისტია და საქართველოს მოქალაქე არ არის. იგი თანატოლებთან ერთად საქართველოში სასწავლო და გასართობი პროგრამით არის ჩამოსული.

ფაქტის შესახებ არასრულწლოვანმა სასტუმროს ადმინისტრაციას მიმართა, ადმინისტრაციამ კი სამართალდამცველებს აცნობა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული 23 წლის მამაკაცია. იგი სასტუმროში გამოსაცდელი ვადით მუშაობდა. სამართალდამცველება ის უკვე დაკითხეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან" და ისჯება  ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.