გორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

გომბორზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობნევში გუშინ, საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, „ტოიოტას" მარკის ავტომობილი კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავარიის შედეგად მძღოლი, რომელიც სოფელ ატენის მკვიდრი იყო, ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო „სასწრაფო დახმარების" და საპატრულო ეკიპაჟები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.