WizzAir-მა საქართველოდან გერმანიაში რეისი გააუქმა

საბიუჯეტო ავიაკომპანიამ ბოლო კვირის განმავლობაში ქუთაისიდან ფრენები მეორედ გააუქმა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საბიუჯეტო ავიაკომპანია WizzAir-მა ქუთაისიდან დორტმუნდის (გერმანია) მიმართულებით რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო გააუქმა, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-გვერდზე.

„თვითფმრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ამ დროისთვის საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენ დამატებით ინფორმაციას წარმოგიდგენთ", — განაცხადეს აეროპორტში.

ერთი წელი ვიზების გარეშე - ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს

ბოლო კვირის განმავლობაში WizzAir-მა ავიარეისი მეორედ გააუქმა. მგზავრებს, რომლებიც ქუთაისიდან ბარსელონაში (ესპანეთი) მიფრინავდნენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაუსახელეს.

სკანდალი ქუთაისში – WizzAir-ის მგზავრები ბარსელონის რეისიდან მოხსნეს>>

მაშინ ავიაკომპანია მგზავრებს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დაპირდა — WizzAir-ის ალტერნატიული რეისით უფასო მგზავრობა, ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120% WIZZ საკრედიტო ბარათზე.

ავიაკომპანია მგზავრებს ასევე აუცილებლობის შემთხვევაში სასტუმროში დაბინავებას და კვების ვაუჩერით უზრუნველყოფას დაჰპირდა.

ქუთაისი–დორტმუნდის რეისის გაუქმების შემდეგ WizzAir-ს განცხადება არ გაუკეთებია.

მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს 14 ქვეყანაში ასრულებს 20 მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით 14 კმ-ში მდებარეობს, აეროპორტი ოფიციალურად 2012 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

აეროპორტის პრიორიტეტია ქართულ ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.