„მივესალმები მოქნილობას, მივესალმები იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ძალიან სწრაფად. დღეს ყველაზე მეტად ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას, სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და მგონია, რომ რეფორმა, რომელიც იქნება დაანონსებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რა თქმა უნდა, წაადგება“, – განუცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
მთავრობა ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ დღეს უნდა მიიღოს.