მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში რუსეთის გუნდის მეტოქე ხორვატია გახდა

მეოთხედფინალური მატში რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის სოჭში 7 ივლისს შედგება.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ხორვატიის ნაკრებმა დანიის ნაკრებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში პენალტების სერიაში მოუგო.

კვირას ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ — 1:1 დასრულდა.

დანიელთა ნაკრებში პირველივე წუთზე თავი გამოიჩინა მათიას იორგენსენმა, ხოლო ხორვატთა ნაკრებიდან მე-4 წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა გოლი. ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში გოლების გატანა გუნდებმა ვეღარ მოახერხეს. პენალტების სერიაში კი ხორვატები უფრო ზუსტი აღმოჩდნენ — 3:2.

რუსეთის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიით დაამარცხა

მეოთხედფინალური მატჩი ხორვატიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის 7 ივლისს გაიართება სოჭში სტადიონზე „ფიტში“.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გრძელდება. ტურნირის მატჩები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე მიმდინარეობს.