ტყიბულის ტბაში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო

მოზარდი წყალში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik.  საწირეს ტბაში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ურეკში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო

შემთხვევა ტყიბულში დღეს მოხდა. 

მოზარდი წყალში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. მოზარდის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო ოპერაციას ორი სამაშველო ჯგუფი ატარებდა.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად თანატოლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ხედავდნენ, როგორ იხრჩობოდა არასრულწლოვანი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

ცხედარი  ექსპერტიზაზე სამხარაულის სახელობის ეროვნულ  ბიუროში უკვე გადაასვენეს.