თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში 1988 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 29 ივნისს ბრალდებულმა ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, ერთ–ერთი მათგანის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ს 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.