მესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს: საფრანგეთმა არგენტინა დაამარცხა

საფრანგეთის ნაკრები რუსეთში ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა
Sputnik

თბილისი,  30 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა არგენტინის გუნდი ანგარიშით 4:3 დაამარცხა. 

საფეხბურთო შოუ: არგენტინისა და ხორვატიის გულშემატკივრებმა სანაპიროზე ფეხბურთი ითამაშეს

გამარჯვებულთა შემადგენლობაში გოლი გაიტანეს ანტუან გრიზმანმა (მე–13 წუთი), ბენჟამენ პავარიმ (57), კილიან მბაპემ (64, 68). 2014 წლის მსოფლიო ვიცე–ჩემპიონებიდან გამოირჩეოდნენ ანხელ დი მარია (41–ე წუთი), გაბრიელ მერკადო (48) და სერხიო აგუერო (90+3). 

მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრები ურუგვაი–პორტუგალიის გუნდებს შორის გამართული მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 6 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდება.