თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლები მეტალოპლასტიკური კარ-ფანჯრების დამამზადებელ კომპანია „ალბატროსის“ ოფისში ჩხრეკას ატარებს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
არხის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ნარკოტიკების შენახვის თაობაზე ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლისგან მიიღეს. თუმცა თავად კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ჩხრეკა სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის შურისძიებას უკავშირდება.
კომპანია „ალბატროსი“ საქართველოში 2002 წლიდან მუშაობს.