რა სიახლეები ელოდებათ მართვის მოწმობის მსურველებს

მალე საქართველოს მოქალაქეები მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკულ გამოცდას არა მარტო სპეციალურ მოედანზე, არამედ ქალაქის ტერიტორიაზე ჩააბარებენ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება – მოედანზე და ქალაქში, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს Facebook-გვერდზე. 

რომელი ქვეყნები და რა ვადაში მიანიჭებენ ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას

ამჟამად პრაქტიკული გამოცდა მხოლოდ სპეციალურ მოედანზე ტარდება, სადაც მართვის მოწმობის მიღების მსურველმა გარკვეული მანევრები უნდა შეასრულოს.

დაგეგმილი ცვლილების თანახმად, მოქალაქეები პრაქტიკულ გამოცდას ჯერ დახურულ მოედანზე, მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ქუჩაში ჩააბარებენ.

გამოცდის ახალი სტანდარტებით ჩაბარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იქნება შესაძლებელი.

სიახლე ძალაში 2018 წლის ბოლომდე შევა.

საქართველოში მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს აჭარბებს, აქედან თითქმის ყოველ მესამეს ავტომობილი ჰყავს.