პოპულარული ავტოსპორტი – აღმართის დაძლევა, ანუ Hill Climb კახეთში

შეჯიბრებაში 1 ივლისს ანაგა–სიღნაღის გზის მონაკვეთზე 60–მდე პროფესიონალი მრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აღმართის დაძლევა (Hill Climb) ანაგა–სიღნაღის გზის მონაკვეთზე 1 ივლისს გაიმართება, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში Facebook–გვერდზე.

აღმართის დაძლევა ავტოსპორტის პოპულარული სახეობაა, რომელიც ტარდება საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე 5-7 კმ სიგრძის მონაკვეთზე. ამ სახეობას ადარებენ სპრინტს 100 მეტრზე, რადგან სპორტსმენისაგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს სტარტიდან ფინიშის უკანასკნელ სანტიმეტრამდე — მცირეოდენმა შეცდომამაც კი შეიძლება გადაწყვიტოს შეჯიბრების ბედი, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში კლასიკური ავტომობილების რალი დაიწყო

შეჯიბრება 1 ივლისს ანაგა–სიღნაღის გზის მონაკვეთზე 12:00 საათზე დაწყება და მასში 60–მდე პროფესიონალი მრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.

რბოლაში სხვადასხვა კლასის სპორტული ავტომობილებით გამოვლენ, მათ შორის 300-350 ცხენიანი BMW-ს, SUBARU STI-სა და MITSUBISHI EVOLUTION-ის მოდელებით. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ცალკეულ ეტაპებზე შეიძლება ისეთ ეგზოტიკურ ავტომობილებსაც შეხვდეთ, როგორიცაა US Legend car, Formula Alfa ან Lamborghini Gallardo GT3.

 შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველა ტიპის სპორტულ ავტომობილს. 

აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებულს ასევე გადაეცემა „ალეკო ეზუგბაიას სახელობის გარდამავალი თასი".