გურჯაანში ხანძარმა ორი წლის ბავშვი იმსხვერპლა

როდესაც ხანძარი გაჩნდა, სახლში მხოლოდ ბავშვები იყვნენ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik.  გურჯაანში, სოფელ ახაშენში მომხდარმა ხანძარმა ორი წლის გოგონა იმსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ხანძარი თბილისში – შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული

შემთხვევა სოფელ ახაშენში დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა. მეხანძრეებმა გოგონას ცხედარი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე იპოვეს. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანის გამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს. დამწვარია დაახლოებით 225 კვადრატული მეტრი ფართობი.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო–სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.