ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა

ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა საქართველოს შესახებ უორდროპების კოლექციაში შენახული უძველესი ხელნაწერები და უნიკალური საარქივო მასალები მოიძია.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოიცა წიგნი სახელწოდებით "საქართველო: კულტურული მოგზაურობა უორდროპების კოლექციის ჭრილში", ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოცემა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნება. მისი ავტორია ქართველი მეცნიერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პემბროქსის კოლეჯის უმცროსი მკვლევარი ნიკოლოზ ალექსიძე.

ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორი ქართველი გახდა

წიგნში გამოყენებულია უორდროპების მდიდარი კოლექცია, რომელიც ბოდლეანის ბიბლიოთეკაში ინახება. რარიტეტული კოლექცია და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა საქართველოში ყოფნისას შეაგროვეს.

გამოცემაში შეხვდებით უძველეს ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებს და იშვიათ საარქივო მასალებს საქართველოს შესახებ.

წიგნის პრეზენტაცია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა", — აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

საღამოს ესწრებოდნენ ინგლისისა და საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, მკვლევარები და ისტორიკოსები.