ნარცისიზმი, როგორც პიროვნული აშლილობა: როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ლიცენზირებული ფსიქიატრი ილიას ტერსენიდისი.
Sputnik

ილიას ტერსენიდისი მუშაობს გერმანიაში ფსიქოსომატიკის განყოფილებაში Median Kliniken am Rosenberg, Rheinland-Pfalz.

ბერძნულ მითოლოგიაში ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წყალში საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა…

ნარცისები – პიროვნებები გამოხატული ეგოიზმით, ქედმაღლობით და ამპარტავნობით. ისინი არიან ბუნებით მომთხოვნები და დიდი მანიპულატორები, ხშირად ამახვილებენ ყურადღებას საკუთარ შესაძლებლობებსა და შესრულებულ საქმეებზე და ცდილობენ დააკნინონ სხვისი მიღწევები. ამით ცდილობენ საკუთარი პრივილეგიების წარმოჩენას, საკუთარი აღმატებულებისთვის ხაზის გასმას. ამავდროულად სხვისი დაკნინება ერთგვარ თავდაცვის მექანიზმად გვევლინება. ისინი მიმართავენ ხშირად ამ მეთოდს, რათა არ მოუწიოთ პოზიციების დათმობა, ვინაიდან გულის სიღრმეში თავადაც ხვდებიან, რომ მათი წარმოდგენები საკუთარ თავზე ნაწილობრივ გადაჭარბებულია.

ტესტი: ხართ თუ არა ნარცისი და რამდენი პროცენტით?

როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება დიაგნოზის დასმა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ხუთს ან მეტს, მაშინ ხდება დიაგნოზის დასმა:

1. აზვიადებენ საკუთარი თავის მნიშვნელობას. მათ აქვთ გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე

2. არიან დიდების, სიმდიდრის და უსაზღვრო შესაძლებლობების მანიით შეპყრობილი

3. ღრმად არიან დარწმუნებული საკუთარ აღმატებულებასა და განუმეორებლობაში, თვლიან, რომ მიეკუთვნებიან ერთეულებს. აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გაუგონ მათ

4. საჭიროებენ უსაზღვრო აღრფრთოვანებას

6. არიან მანიპულატორები, იყენებენ სხვას, რათა მიაღწიონ მიზანს

მამაკაცის 7 ტიპი, რომლებსაც უკანმოუხედავად უნდა გაექცეთ

7. შესამჩნევია ნაკლებად განოხატული თანაგრძნობის უნარი, შესაბამისად, არ აქვთ უნარი სხვების მდგომარეობაში შესვლის, გრძნობებისა და ემოციების გაგების

8. ხშირად შურთ ან ღრმად სჯერათ, რომ სხვებს შურთ მათი

9. ისინი იქცევიან ამპარტავნულად და სისტემატურად ცდილობენ საკუთარი პრივილეგიების წარმოჩენას

გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორების გარდა, არსებობს ვერსია, რომ ნარცისიზმს საფუძველი ბავშვობაში ეყრება, როდესაც ბავშვები მშობლების მხრიდან ყურადღებისა და აღიარების დეფიციტს განიცდიან. ან, პირიქით, ისინი პატარაობიდანვე მიჩვეული იყვნენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, მათი სურვილების და შესაძლებლობების განდიდებას ოჯახის წევრების მხრიდან. ასეთი ბავშვები იზრდებიან საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენით და ამავდროულად შიშით, რომ იმედებს ვერ გაამართლებენ. ადრე თუ გვიან ლამაზი არშიები იწყებს მსხვრევას. ფსიქოანალიზის თანახმად, მუდმივი ნეგატიური შეგრძნებები და თანაგრძნობის გამოხატვის უნარის უქონლობა აიძულებს ამ ადამიანებს იცხოვრონ მუდმივ დაძაბულობაში. ზემოთ აღნიშნული დაუძლეველი მანიპულირების უნარი კი მათ ხელს უშლით ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. პაციენტთა შორის ჭარბობენ მამაკაცები.

კაცი - პრინცესა, ბუღალტერი, ნარცისი... რას ფიქრობენ ქალები მამაკაცებზე

მკურნალობა — ფსიქოთერაპია

აღნიშნულ პათოლოგიას კომორბიდობა (ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი დაავადების ან სინდრომის ურთიერთშერწყმა) ახასიათებს და სხვა ფსიქიატრიულ დიაგნოზებთან არის კომბინირებული, მათ შორის ყველაზე ხშირად დეპრესიებთან. პაციენტი უნდა მიხვდეს, რომ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა – ეს არის თავდაცვის მექანიზმი ბრაზისა და აგრესიის წინააღმდეგ.

მედიკამენტური მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის, თუ, რა თქმა უნდა, პარალელურად არ აღინიშნება დეპრესიული ფონი.

საკმაოდ რთულია ზემოთ აღნიშნული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების დაყოლიება მკურნალობაზე მათი ამპარტავნული ბუნებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნას აღქმული პაციენტის მდგომარეობა და არ მოხდეს მისი საქციელების შეფასება მორალური თვალსაზრისით. ამის სანაცვლოდ უნდა მოხდეს რაც შეიძლება უფრო კონკრეტულად პრობლემის თემატიზირება უშუალოდ პაციეტის გამოცდილებებზე დაყრდნობით. უნდა მოხდეს პაციენტის აზრებისთვის კონკრეტული მიმართულებების მიცემა, მაგალითად ის, რომ სხვების აზრის მოსმენა და გათვალისწინებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარის. ფსიქოთერაპევტთან წარმატებით მუშაობის შემთხვევაში პაციენტები თანდათანობით სწავლობენ კრიტიკაზე ადეკვატურ რეაგირებას და მათი სრულფასოვნების შეგრძნება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული ირგვლივ მყოფთა აზრებზე.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

ნარცისიზმი არ ნიშნავს აუცილებლად უარყოფითს. ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ელემენტები გვხვდება ყველა ადამიანში ამა თუ იმ დოზით. თუმცა ჭეშმარიტად ნარცისი ადამიანები იშვიათობას წარმოადგენს, ისინი მოსახლეობის მხოლოდ 3-4%-ში გვხვდებიან.

ცნობილი ადამიანები აღნიშნული დიაგნოზით:

1. შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

2. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

3. ცნობილი მხატვარი სალვადორ დალი

4. ცნობილი დიზაინერი კოკო შანელი

5. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

6. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV

მათ შორის არიან წარმატებული მსახიობები, პოლიტიკოსები, ექიმები, იურისტები… ეს ის შემთხვევაა, როცა გამონახეს საკუთარ თავში ძალა, აჯობეს ბრაზს და დაამარცხეს ამპარტავნება.