მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მამაკაცი მეგობრებთან ერთად მდინარის პირას ქეიფობდა.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რუსთავში, მდინარე მტკვარში 28 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდში მეხუთე დღეა შუახნის მამაკაცს ეძებენ

შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის პირას მეგობრები ქეიფობდნენ, მამაკაცი მტკვარში საბანაოდ ნასვამი შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მამაკაცს მაშველები მეორე დღეა ეძებენ. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.