თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ჯიქიას ქუჩის 51 ნომერში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი. უწყების ცნობით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.