თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. პერუს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში C ჯგუფის მატჩში ავსტრალიის გუნდს ანგარიშით 2:0 მოუგო.
გოლები გაიტანეს ანდრე კარილიომ (მე-18 წუთი) და ხოსე პაოლო გერერომ (50). პერუს ნაკრებმა თავისი პირველი გოლები მსოფლიო ჩემპიონატებზე 36 წლის შემდეგ გაიტანა.
Футбол. ЧМ-2018. Матч Австралия - Перу. Паоло Герреро (Перу)
© photo: Sputnik / Nina Zotina
/ პერუს ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ავსტრალიის გუნდმა ერთი ქულით — ბოლო ადგილი. ორივე ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, ხოლო დანიის და საფრანგეთის გუნდები მერვედფინალში გავიდნენ.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.