ქართული მთის ძაღლი

Sputnik

ქართული მთის ძაღლები დიდტანიან მოდარაჯეთა ჯიშს განეკუთვნებიან. მათი ისტორია უძველესი დროიდან მოდის. ამ ჯიშის ძაღლებს ისტორიულად ცხვრის ფარების მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ.

ქართული მთის ძაღლები უცნობებისადმი აგრესიული არიან, მაგრამ პატრონის, ოჯახის წევრების, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისადმი ერთგულებითა და კეთილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

ამ ჯიშის ძაღლებს ისტორიულად ცხვრის ფარების მგლებისგან დასაცავად იყენებდნენ, დღეს კი მათ სახლისა და ტერიტორიის სადარაჯოდ იყენებენ.

ისინი კარგად იტანენ ნებისმიერ ამინდს, მათ შორის მთის ცივ კლიმატს. დღეს ქართული მთის ძაღლი მთელ საქართველოშია გავრცელებული. ქართული კინოლოგიური ფედერაცია რეგულარულად მართავს ამ ჯიშის ძაღლების გამოფენას. ინგლისურად ამ ჯიშს georgian mountain dog-ს, საქართველოში კი ნაგაზს ეძახიან.

1 / 12
ქართული მთის ძაღლი პატრონისადმი ერთგულებით გამოირჩევა
2 / 12
ისინი გონიერი და ჭკვიანი ძაღლები არიან, ამასთან კარგი მოდარაჯეები და მცველებიც
3 / 12
ლაშა თოიძის ნაგაზმა "თართი 2016"-ის გამოფენაზე ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა. როგორც მეპატრონე ამბობს, ქართული მთის ძაღლები კარგი მოდარაჯეები და მცველები არიან
4 / 12
მონოჯიშიანი გამოფენა "თართი 2016"-ის ერთ-ერთი მონაწილე
5 / 12
თამაზ მეგრელიშვილი თავის ნაგაზებთან ერთად, რომლებმაც "თართი 2016"-ზე ჯილდოები დაიმსახურეს. როგორც მეპატრონე ამბობს, ქართული მთის ძაღლებისთვის აუცილებელია ადამიანებთან - როგორც ბავშვებთან, ისე უფროსებთან - მუდმივი კონტაქტი
6 / 12
ქართული მთის ძაღლები სიცხესა და სიცივეშიც კარგად გრძნობენ თავს
7 / 12
ამ ჯიშის ისტორია უძველესი დროიდან მოდის, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მთებშია გავრცელებული. დღეს ამ ჯიშის სტანდარტები საქართველოს კონოლოგიური ფედერაციის მიერაა დარეგისტრირებული
8 / 12
მონოჯიშიანი გამოფენა "თართი 2016"-ის ერთ-ერთი მონაწილე
9 / 12
მონოჯიშიანი გამოფენა "თართი 2016"-ის მონაწილეებს სპეციალური მსაჯები აფასებდნენ
10 / 12
ქართული მთის ძაღლებს ძალიან უყვართ თავიანთი მეპატრონეები, თუმცა აგრესიულები არიან უცხოების მისამართით
11 / 12
მონოჯიშიანი გამოფენა "თართი 2016"-ის ერთ-ერთი მონაწილის დაჯილდოება
12 / 12
ქართული მთის ძაღლების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ამ ჯიშის ძაღლები კარგი მოდარააჯეები და მცველები არიან