„თითოეული თქვენგანი საქართველოს გმირია. თქვენი შრომა ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ხასიათი და თქვენ ამის საუკეთესო მაგალითი ხართ", — მიმართა მამუკა ბახტაძემ ოლიმპიელებს.
მამუკა ბახტაძემ ქართველ ოლიმპიელებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ღონისძიებას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტი ნილს ნიგაარდი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.