ახმეტაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და მას წყლის დაცლის შემდეგ, საგუბრის ფსკერზე მიაკვლიეს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ახმეტაში, მდინარე ილტოში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა ილტოს ხეობის საგუბარზე მოხდა. დაღუპული სოფელ ქისტაურის მკვიდრია.

ტრაგედია ბათუმში: ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

თვითმხილველების თქმით, მოზარდი მდინარე ილტოზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მოზარდი არ გამოჩნდა, მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს.

„გავიგონეთ ხმაური – ბიჭი დაიკარგაო. როგორც ერთ-ერთი ბიჭი ამბობს, მას (დაღუპულს — რედ.) ვესაუბრებოდი, წამიერად გვერდზე გავიხედე და რომ მოვიხედე, აღარ იდგაო", – ამბობს თვითმხილველი ზაქრო გავარდიშვილი.

ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და მას მხოლოდ წყლის დაცლის შემდეგ, საგუბრის ფსკერზე მიაკვლიეს.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.