საუდის არაბეთის ნაკრებმა ეგვიპტის გუნდს მოუგო

სალაჰის გოლს საუდის არაბეთის ფეხბურთელებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანეს
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში A ჯგუფის მატჩში ეგვიპტის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.

მოჰამედ სალაჰის გოლს (22-ე წუთი) საუდის არაბეთის ნაკრებმა პირველი ტაიმის დამატებით დროში სალმან ალ-ფარანჯის ზუსტი დარტყმით უპასუხა. გამარჯვების გოლი სალემ ალ-დოსარიმ მეორე ტაიმის დამატებით დროში გაიტანა.

Футбол. ЧМ-2018. Мохаммед Салах (Египет) в матче группового этапа чемпионата мира по футболу между сборными Саудовской Аравии и Египта

კიდევ ერთი 11-მეტრიანი ეგვიპტელთა კარში 41-ე წუთზე დაინიშნა, მაგრამ ფაჰად ალ-მუვალანდის დარტყმა მეკარემ ესამ ელ-ჰადარიმ მოიგერია.

საუდის არაბეთის ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა, ხოლო ეგვიპტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მესამე წაგება იწვნია. ორივე ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა, ხოლო რუსეთისა და ურუგვაის გუნდები მერვედფინალში გავიდნენ.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.